ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს - რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 45 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მისი თქმით, ტერორისტი სახელმწიფო უკრაინის პასუხს იგრძნობს.

„სამწუხაროდ, დღევანდელი დილა კვლავ მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყო. ხარკოვი, ზაპოროჟიეს ოლქი, კრივოი როგი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავდა 45 ადამიანი და ამ დროისთვის ცნობილია 4 დაღუპულის შესახებ. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს! ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს პასუხს აუცილებლად იგრძნობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის სამ რეგიონში - დონეცკში, ხერსონსა და ხმელნიცკში, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთული იქნება.

„ბევრი ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შევძლებთ. ჩვენს პარტნიორებთან უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ახალი სანქციების შესახებ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთ პრიორიტეტულ ამოცანას რეალური გადაწყვეტილებების უკრაინის ინტერესების მიხედვით გამოყენება და შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაცია წარმოადგენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს