„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის - ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ

მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის - ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება, წინასწარი შედეგები კი კვლევის ჩატარებიდან დაახლოებით, 6 თვეში გამოქვეყნდება.

„ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენი თითოეული ქმედება მიმართულია იქით, მომხმარებლებში გავამყაროთ რწმენა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი, ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისგან განყენებული. შესაბამისად, თუ ჩვენ რაიმე კვლევას ჩავატარებთ, ის არავითარ შემთხვევაში არ გახდება საფუძველი არანაირი პოლიტიკური აქტივობისა, შესაბამისად, არჩევნებთან არანაირი შემხებლობა არ გვექნება.

2023 წლის განმავლობაში ჩვენ შემოვიარეთ პრაქტიკულად, ყველა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და რაიონი. მოვახდინეთ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ მუდმივად, დროებით თუ ა.შ. ეს იყო აუცილებელი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ 2024 წელს მოსახლეობის აღწერას შევხვდეთ მომზადებულები. ახლა აქტიურად ვმუშაობთ კითხვარზე და მეთოდოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად. აღწერა ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში. დაახლოებით, 6 თვეში, 2025 წლის ივნისში, წინასწარ შედეგებს გავასაჯაროებთ, შემდეგ კი, აღწერის ჩატარებიდან არაუგვიანეს 18 თვეში, დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ," - განაცხადა გოგიტა თოდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს