სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ მათ დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი შემართება არის უცვლელი.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტს ყოველთვის სურს, რომ სასამართლო პროცესებზე ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა არის ის, რომ ის სასამართლო პროცესზე ჩაერთოს. ვხედავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვუსმენთ ექიმებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მას აქვს ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა, მაგრამ მისი ბრძოლის შემართება არის უცვლელი და ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და "რუსულ ოცნებას",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა საზოგადოებამ ვეღარ გაიგოს.

„ქართული ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა