სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ მათ დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი შემართება არის უცვლელი.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრეზიდენტს ყოველთვის სურს, რომ სასამართლო პროცესებზე ჩაერთოს.

„მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა არის ის, რომ ის სასამართლო პროცესზე ჩაერთოს. ვხედავთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვუსმენთ ექიმებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მას აქვს ჯანმრთელობის მხრივ ბევრი პრობლემა, მაგრამ მისი ბრძოლის შემართება არის უცვლელი და ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და "რუსულ ოცნებას",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმა საზოგადოებამ ვეღარ გაიგოს.

„ქართული ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში მყოფი, 4 კედელში გამომწყვდეულიც კი ახერხებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" დღის წესრიგი სრულად შეუცვალოს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა