მძევლების ნათესავები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დაბლოკვას ცდილობენ

პოლიცია მძევლების ნათესავების შეკავებას ცდილობს, რომლებიც ღაზის სექტორთან, კერემ შალომის სასაზღვრო გადასასვლელთან მისვლას გეგმავენ, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკონ.

შეკრებილები ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუკი არ იმოქმედებენ, შინ ცოცხალი ვერცერთი მათგანი ვერ დაბრუნდება.

„დროა შეწყდეს ეს ხუმრობა. ისინი 136 კუბოთი დაბრუნდებიან“, - აღნიშნა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, აიალა მეცგერმა, რომელიც ხანდაზმული მძევლების იორამ და ტამი მეცგერების ნათესავია.

ცნობისათვის, ღაზის სექტორში ამჟამად, სავარაუდოდ, 136 მძევალი იმყოფება, თუმცა ყველა მათგანი ცოცხალი არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს