ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„არაფერია იმაზე უფრო მეტად საშინელი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ომში, პალესტინელების მიმართ გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს“, - განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ენტონი ბლინკენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ისრაელის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა და ბლინკენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ისრაელის პრეზიდენტის შემდეგ ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს