ნიკა ობოლაძე - ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია

ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და საქართველო ევროკავშირში შევიდეს.

„როგორც ივანიშვილმა თქვა, საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია. გუნდი, რომელიც ქვეყანას აკავებს ევროკავშირში შესასვლელად და გუნდი, სადაც არის კორუფცია და დაპირისპირება, უნდა წავიდეს, უნდა მოხდეს ცვლილებები და ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება იმ კონსტიტუციურ აბსურდს, პარლამენტის 150 წევრს რომ მოუნდეს პრემიერ- მინისტრს ვერ აირჩევს, თუ კონსტიტუციის გარეშე მყოფი რაღაც თანამდებობის პირი ამას არ იტყვის, ეს არის კონსტიტუციური აბსურდი და კარგად მიუთითებს, როგორ არის გაბატონებული „კლანურობა“ და ოლიგარქია. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის სამართლებრივად აბსოლუტურად წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება და კორუფცია. 12 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში და ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანა ევროკავშირში უნდა შევიდეს “, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს