გამოცემა Arab News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Arab News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა შაისთახანმა საქართველოში სწორედ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

„საქართველო არაბთათვის უცხო არ არის- 2022 წელს, ამ ქვეყანას სპარსეთს ყურის ქვეყნებიდან 140 ათასზე მეტი რეზიდენტი ეწვია, აქედან ვიზიტორთა 79 % საუდის არაბეთზე მოდის. 3 საათ -ნახევარი ფრენის შემდეგ, სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში ჩასული ტურისტი ევროპული და აზიური კულტურის ნაზავს აღმოაჩენს. რუსთაველის გამზირზე თქვენ იპოვით როგორც ნეოკლასიკურ არქიტექტურას, მავრიტანულს, ოპერის შენობას, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ შენობებს, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და აქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია მოწყობილი.

მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, სხვა მიზეზიც არსებობს, რაც ტურისტს ამ ქვეყანაში იზიდავს. თოვლით დაფარული კავკასიონის მთები არასდროსაა შორს თქვენგან. მთელი წლის განმავლობაში კავკასიონის მთები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია. ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია, აქ ადვილია გემრიელი კერძების აღმოჩენა და ხალხთან საუბარი“, - წერს შაისთახანი.

სტატიაში აღწერილია მეტეხი, აბანოთუბანი, ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, მშრალი ხიდი და ბაზარი.

„ნარიყალას ციხე-სიმაგრის ქვემოთ აბანოთუბანია, აქ წარმოდგენილია 6 რელიგიური ინსტიტუტი. თქვენ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, კათოლიკურ, სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგას და ზოროასტრულ ცეცხლის ტაძარს“,- წერს ავტორი.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, Arab News სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოცემა პოპულარულია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში.

https://www.arabnews.com/node/2436561/lifestyle

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის