ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკაში შეყვანისას, სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა

ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკაში შეყვანისას, სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.

მისივე თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და სასიცოცხლო ჩვენებით პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა,“ - აცხადებს ექიმი „ინტერპრესნიუსთან“.

შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს