თეონა ჭალიძე - სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკმა“ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მიუღებელი პრაქტიკა გამოიყენა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადება ადასტურებს იმას, რომ „ლიბერთი ბანკმა“ ისარგებლა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების: პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების მოწყვლადობით და „მათ მიმართ ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა გამოიყენა“.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის განცხადება მოწმობს, რომ „ლიბერთი ბანკი“ სავარაუდო თაღლითურ სქემებს პენსიონერებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აქტიურად იყენებდა.

მისივე თქმით, ამ საკითხის შესწავლა და მსესხებელთა უფლებების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.

„სახალხო დამცველის განცხადებაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, ამის შესახებ სახალხო დამცველს მივმართეთ კიდეც და ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციაც მივაწოდეთ. „ლიბერთი ბანკმა“ ისარგებლა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების: პენსიონერების, შშმ პირების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების მოწყვლადობით და მათ მიმართ გამოიყენა ყოვლად მიუღებელი პრაქტიკა. მათი ნებართვის გარეშე წინასწარ გამიზნულად შედგენილი ტექსტით, სმს-შეტყობინების საფუძველზე, ასარგებლა ვითომ საშეღავათო პერიოდით და გაუხანგრძლივა სესხის ვადა და ოდენობა. მათგან არაინფორმირებული თანხმობების საფუძველზე დაუმტკიცა ე.წ ოვერდრაფტები და წლების განმავლობაში ათიათასობით მსესხებელის გადახდილი თანხით მხოლოდ პროცენტი იფარებოდა და სესხის ძირს ერთი ლარიც არ მოჰკლებია.

ბანკის მხრიდან მოტყუების ხერხით მოხდა სავარაუდო თაღლითობის ორი სქემა. პროკურატურამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც უნდა ჩაატაროს. ბანკმა მსესხებლებისთვის ახალი, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის დადგენის შემდეგ სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის გამოყენების საშუალება სხვადასხვა ბარიერების გამო მსესხებლებისთვის მიუწვდომელი გახადა.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, წესით აქამდეც უნდა ემოქმედათ მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის, არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ თავი არ შეიწუხეს. იმედია, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, მაინც მოახდენენ რეაგირებას და ყველა მსესხებლის დარღვეული უფლების აღდგენაზე იზრუნებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის მონიტორინგს და ვიზრუნებთ მსესხებელთა სასარგებლოდ, რომ შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედონ. მზად ვართ, ჩავერთოთ ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში, რომელიც აღნიშნული პრობლემის ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული",- განაცხადა ჭალიძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია