ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის არჩევის წესზე - გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა - როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო და არც ხმა ამოუღია

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა - როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო და არც ხმა ამოუღია, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ.

ზარქუას აზრით, მათ თემები ამოეწურათ და „ახლა სისულელეებს იგონებენ“.

„ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა ან მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ არ აქვთ თემები, არ იციან რაზე ილაპარაკონ - ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება