თეონა აქუბარდია - ივანიშვილი არ ენდობა პრემიერს და არც მისი გუნდის იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ სისტემის შესანარჩუნებლად - დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება თუ ის პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს

როგორც ჩანს, ივანიშვილი არ ენდობა მოქმედ პრემიერს და არც მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.

აქუბარდიას განცხადებით, ეს ერთპიროვნული უფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილს აღარ აქვს ფუფუნება ჩრდილიდან იმ ფორმით მართოს ქვეყანა, რა ფორმითაც მართავდა.

„ამ მოცემულობაში, როცა თავად ივანიშვილი ამბობს, რომ 3 კაცთან საუბარი საკმარისი აღარ არის და მან ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა და იმ შიშებზე, რის გამოც მობრუნდა პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარის სახით, ეს ყველაფერი თეორიულად უშვებს შესაძლებლობას, რომ არ ენდობა მოქმედ პრემიერს და მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ (როგორც თავად თქვა ივანიშვილმა), მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, შესაბამისად, ეს ერთპიროვნული უფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მას აღარ აქვს ფუფუნება ჩრდილიდან იმ ფორმით მართოს ქვეყანა, რა ფორმითაც მართავდა მიუხედავად იმისა, რომ საპატიო თავმჯდომარეობაც ჩრდილია და დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება ქვეყანაში თუ ის არ დაიკავებს პოლიტიკურ თანამდებობას და არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია