დავით მათიკაშვილი - გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეული - საინტერესოა, თავად თუ ესმით მათივე მოთხოვნის შინაარსი

როგორც გიორგი გახარია, ასევე, მისი პარტიის წევრები აბსურდის ლაბირინთში არიან გახვეული - საინტერესოა, თავად თუ ესმით მათივე მოთხოვნის შინაარსი, - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის პოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების ინიციატივის შესახებ.

მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის არჩევის წესი და ლეგიტიმაცია იმ ფორმის უნდა იყოს, რა უფლებამოსილებებიც პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში გააჩნია.

მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს.

“ყველას მაღალი იურიდიული განათლების დონეს ვერ მოვთხოვთ, თუმცა როცა ძალიან აშკარა და ხელშესახებია მოცემულობა და ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, აქ მაღალი დონის იურიდიული განათლება აუცილებელი არ არის. თვითონაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ სპეკულაცია და აბსურდია”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს