ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ვარკეთილში, ქმრის, გიორგი კავლელაშვილის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი.

ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა. დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება