ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ელჩთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება