ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა “ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას”.

განცხადებაში ასევე, არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის (რომელიც ისრაელის ომის კაბინეტის წევრია) წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს მანამდე, სანამ ყველა დარჩენილი მძევალი არ იქნება გათავისუფლებული.

ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ, ასევე, “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!