პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება

ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება, “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილს ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებები ვერ მოაქვს.

მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა საქართველოს „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს და ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„ძალიან არ უნდა გაგვიტაცოს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხმა.

პირველი, იმიტომ, რომ ის არასდროს არსად წასულა. მეორე, მის დაბრუნებას არანაირი ელექტორალური ღირებულება არ გააჩნია. მესამე, ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით, ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება.

მთავარი არის ის, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია და ხალხისთვის არანაირი სასიკეთო ცვლილებების მოტანა არ შეუძლია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებულ კორუმპირებულ ჯგუფებს 12 წელი დაუსჯელად ეძარცვათ ხალხი.

ფაქტია, რომ ჩვენს მოქალაქეებში ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა დასული. ახლა მთავარი ამოცანაა, ეს უკმაყოფილება გადაიზარდოს ოპოზიციის მხარდაჭერაში, რისთვისაც ყველას ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რომლის გეგმაც და სტრატეგიაც “გამარჯვების კოალიციას” გვაქვს.

საქართველო იქნება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ გავაკეთებთ ხალხთან ერთად!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს