ლევან ხაბეიშვილი - ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას - გამარჯვების წელია

ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას - გამარჯვების წელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ეხმაურება სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

„ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის - სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული ... ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი.

ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას - გამარჯვების წელია, ქართველი ხალხის გამარჯვების, ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების წელი. აღარ უნდა მივცეთ შესაძლებლობა დაანგრიონ გელათი, უკიდურესად შეურაცხმყოფელად მოეპყრან ჯვრის მონასტერს, საკუთარ "დღეობაზე" დახურონ სვეტიცხოველი და ფეხქვეშ გათელონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი და ცხადია, ვერ მოგვეწონება.

ძლიერი ოჯახი, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფლება და სამშობლო, არის ის ღირებულებები, ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ერს გააერთიანებს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - წერს ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს