ენტონი ბლინკენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის

ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არავის არ სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება…ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, სანამ ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. თანაბრად, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას გვჯერა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესოა ამ უსაფრთხოების მისაღწევად”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ თუ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ძალები საფრთხეს იგრძნობენ ან თავდასხმის ქვეშ მოხვდებიან, “ჩვენ სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, პასუხს გავცემთ”.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე "ჰამასია".

“ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, და ეს "ჰამასსაც" მოიაზრებს. "ჰამასს" ამის დამთავრება 8 ოქტომბერს შეეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან არ დამალვით, იარაღის დაყრით, ტყვედ ჩაბარებით, მძევლების გათავისუფლებით. ეს ტანჯვა არ მოხდებოდა "ჰამასს" 7 ოქტომბერს რომ არ ექნა ის, რაც ქნა, და მას შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილებები რომ მიეღო”, - განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება