ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ტელეკომპანია TC Televisión-ის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა.

პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია.

მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა.

პოლიციის მეთაურმა, სეზარ ზაპატამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ და რომ 13 ადამიანი დააკავეს.

„ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს“, - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა.

ცნობისათვის, ეკვადორში, ციხეებში ძალადობის ახალი აფეთქების ფონზე, კრიმინალურმა ჯგუფებმა ტერორის ტალღა წამოიწყეს.

ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა. ერთი დღით ადრე კი ნობოამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს