ეკვადორის საზღვართან პერუ სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს

პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს, - ამის შესახებ განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიქტორ ტორეს ფალკონმა გასცა ბრძანება, რომ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ეროვნული პოლიციის სპეციალური ოპერაციების დირექტორატის კონტინგენტი ეკვადორის საზღვარზე დაუყოვნებლივ განლაგდეს“, - ნათქვამია პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პერუს ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა, დინა ბოლუარტემ მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ტელევიზიაში შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრის შემდეგ ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს