დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორების განცხადებით, პენიტენციური დეპარტამენტიდან წარდგენილ ოქმში მითითებული არ იყო სააკაშვილის პოზიცია, სურდა თუ არა მას მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის გაგრძელება.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, ვინაიდან მათი განმარტებით, სააკაშვილი თანახმა იყო, მისი მონაწილეობის გარეშე სხდომა გაგრძელებულიყო. აღნიშნულის მიუხედავად, მოსამართლემ სხდომა 21 იანვრამდე გადადო. კოჭლამაზაშვილის განმარტებით, სასურველი იყო, ოქმში მსჯავრდებულს მკაფიო ნება გამოეხატა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს