პაატა იმნაძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 ათასი დოზა მარაგში გვაქვს - კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ, 2 კვირამდე სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 ათასი დოზა მარაგში გვაქვს - კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 2 კვირამდე სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ათვისება სრულად ხდება.

„ყველაზე მთავარი მაინც აცრა არის. 30 ათასი ვაქცინა ისევ მარაგში გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია აიცრას. ეს განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, დიაბეტის მქონეებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, ორსულებში გრიპის ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებით მიმდინარეობდეს. ასევე ძალიან კარგი იქნება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრათ ის ბავშვები, რომელთაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპის ვირუსი, თავდაპირველად ძალიან მარტივად გადაიტანენ.

სრულად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ათვისება. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება, დრო კიდევ არის. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 10 დღე - 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის“,- აღნიშნა იმნაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს