ბექა ბასილაია - დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გვქონოდა - სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმისა, რომ პროცესი გადაიდო

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გვქონოდა და სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის, თეიმურაზ მღებრიშვილის დასაკითხად ყველაფერი მზად იყო, თუმცა პროკურატურამ ეს არ დაუშვა.

„საახალწლო ჯადოსნური დღეები გრძელდება, საქართველოს გენერალური პროკურატურა იცავს პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ადვოკატებისგან. დღეს ასეთი ვითარება გვქონდა პროცესზე. მოწმე გამოცხადდა და ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მისი დაკითხვის. ყველა პროცედურა მის დასაკითხად მზად იყო, თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი არ ერთვება და მისი განცხადებიდან მკაფიოდ არ ჩანს თანახმაა თუ არა, რომ მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, ამიტომ დღეს მოწმე სახლში გავაბრუნოთ და შეკითხვები არ დავუსვათო.

სასამართლომ მათ შესთავაზა ალტერნატივა, რომ დაცვის მხარემ პირდაპირი წესით დაკითხოს და ჯვარედინი დაკითხვისთვის თუ გინდა გადავდოთო, პროკურატურამ - არაო, დღეს გინდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე ეს პროცესი არ უნდა შედგესო.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ პროცესზე თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვის შესაძლებლობა უნდა გვქონოდა და სასამართლომ ამ ნაწილში მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია გახდა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდო“, - განაცხადა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს