ბექა ლილუაშვილი - ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის

ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით.

„საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის" ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა. დეფინიცია ნიშნავს ჭარბი ნდობის კი არა, როგორც ივანიშვილი იტყოდა, არამედ ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას იმ ადამიანის ხელში, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესები. ამიტომ ეს, ყოველ შემთხვევაში რა თანამდებობაც ახლა უჭირავს, ვფიქრობ, არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, თუმცა გარკვეულ უხერხულობებს შექმნის.

უხერხულობების შექმნის მთავარი საკითხი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ფარად ივანიშვილის მხრიდან და ამ შესაძლო სცენარში დიპლომატიური დაძაბულობის შექმნა საქართველოს მხრიდან. გვახსოვს, ივანიშვილის ფულის დაცვაზე რა ხდებოდა, როგორ ჩამწკრივდნენ პრემიერით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირი და როგორ იცავდნენ მის ფინანსურ ინტერესებს, როცა ის საერთოდ საჯარო ფიგურას არ წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როგორ შეიძლება მან გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაიყვანოს ეს საკითხი დიპლომატიურ უხერხულობებში.

სხვათა შორის საინტერესოა, დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის ახლა მოქმედების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნებულიყო?"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის