თეიმურაზ ჯანაშია სააკაშვილის პროცესის გადადებაზე - კომიკური სიტუაცია იყო, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად მოგვევლინა

მართლა კომიკური სიტუაცია იყო, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად მოგვევლინა, - ასე გამოეხმაურა სასამართლო პროცესის გადადებას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

როგორც ის განმარტავს, „პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არამხოლოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზში უნდა დაიცვას, არამედ სხვაგანაც“. ჯანაშიას თქმითვე, უდანაშაულო პირების პასუხისგებაში მიცემის გამო, ყველა პასუხს აგებს.

„პროკურატურის სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ეს სხდომა გადაედოთ, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სააკაშვილი არ ესწრებოდა, მოწმესაც როგორც ჩანს, დიდი ხალისი არ გააჩნდა სხდომაზე გამოცხადების. პრემიერ-მინისტრი განკარგულებებს გამოსცემდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო, ეს განკარგულებები შეესრულებინა. ჩვენ ვამბობთ, რომ ანალოგიური განკარგულებების გამოცემის უფლებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, დაცვის სპეციალური სამსახური ამ განკარგულებებს ასრულებდა, მე არ ვამბობ, რომ რომელიმე, ვინც ჩემამდე, ან ჩემს შემდეგ ვინც არის, დამნაშავეა. ეს ჩვეულებრივი რუტინა იყო. ჩემთვის ძალიან ძნელი შესაფასებელია, რომელი თავქარიანის თავში მოიხარშა უდანაშაულო ადამიანის დევნა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს გაირკვევა და ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის