სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული

სომხეთი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული. ასევე, გვქონდა არაფორმალური კონტაქტები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანული მხარის თანხმობა მივიღოთ და მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა ორი ქვეყნის საზღვარზე შესთავაზა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება