იტალიის თავდაცვის მინისტრი - წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

„ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც სხვა ომების შედეგს წარმოადგენს. მე არ მსურს, რომ მესამე ფრონტი გაიხსნას“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.

კროსეტომ აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შემდეგ აშშ-ის მიერ შექმნილ მრავალეროვნულ საზღვაო მისიას იტალია იმ შემთხვევაში შეუერთდება თუ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი დაუჭერს მხარს.

„არსებობს ისეთი რამ, როგორიც კონსტიტუცია და კანონებია, რომელთა მიხედვითაც ახალი საერთაშორისო მისია პარლამენტის მიერ დამტკიცებას და ცალკეულ დაფინანსებას მოითხოვს“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს