„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც დღეს, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„დღეს, 10 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხევისუბნის, ედისის, გოგაშენის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სურგულაძის, ქართველიშვილის, ასკურავას, ჭოპორტის, ურიდიას, მიქატაძის, ჭილაიას, მახალდიანის, წიკლაურის, ჯანელიძის, ღრმაღელის, სვანეთის, ბენდელიანის, ცინცაძის, დეპოსა და მიმდებარე ქუჩებსა, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,- “,-აღნიშნულია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება