მიხეილ სააკაშვილი - სასამართლო სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ბრძანება მოდის ზემოდან

დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურამ სხდომა მისი ინტერესების დაცვის საბაბით გადადო, მაშინ, როცა თავად თანახმა იყო, სხდომა გაგრძელებულიყო.

„მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა "ჩემი ინტერესების მცველად" მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე მეტად იზრუნეს ჩემზე და სხდომა გადადეს.

საქმეები, რომელზეც მასამართლებენ, რომ სრულიად შეთითხნილია, ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით ე.წ. “პიჯაკების საქმე”.

მათივე ხელმოწერილი ანალოგიური ხარჯები და შესაბამისი ბრძანებები ვადის გასვლის მიუხედავად კვლავ საიდუმლო გრიფით აქვთ დაცული, რომ პირდაპირ არ ჩაუფლავდეთ ეს აბსურდი!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი უნდა დაეკითხათ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!