გიორგი ამილახვარი - ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე - საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი

ვნახეთ მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე - საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ბრძენია და ყველაფერს ხედავს.

“დიდი ხანია ეს ადამიანები მსგავსი ტიპის იერიშს ახორციელებენ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ ეკლესიაზე, რა არის მათი მოტივები, რა არის მათი მიზნები და საფუძვლები... მორიგი მსგავსი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ და კიდევ ერთი იერიში ჩვენს დედა ეკლესიაზე, რომელსაც განურჩეველი როლი და ისტორია აქვს საქართველოს ისტორიაში. საზოგადოება არის ბრძენი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ ამ ადამიანებს თავად გასცა პასუხი და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, ძალიან არაბუნებრივ, არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული”, - განაცხადა ამილახვარმა.

ინფორმაციისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება