გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იემენელ „ჰუსიტებს“ მოუწოდებს, შეწყვიტონ თავხედური თავდასხმები წითელ ზღვაზე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

რეზოლუცია 11 ხმით, არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს, თავი შეიკავა ორმა ქვეყანამ - რუსეთმა და ჩინეთმა.

„რეზოლუცია მოითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ შეწყვიტონ საერთაშორისო სამართლის დარღვევა. შეერთებული შტატები მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ შეერთებული შტატებისა და იაპონიის რეზოლუციის მიღებას, რომელიც გმობს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს. რეზოლუცია ცალსახად მოითხოვს, რომ “ჰუსიტებმა“ შეწყვიტონ თავდასხმები და ხაზს უსვამს საბჭოს მხარდაჭერას წითელ ზღვაში ყველა სახელმწიფოს გემების სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლებებისადმი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

მან ასევე ირანი „ჰუსიტების“ დახმარებაში დაადანაშაულა.

რეზოლუციამ დაგმო 19 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე განხორციელებული ოცამდე თავდასხმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული 21 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.

„ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როცა ისრაელი ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების შეტანას დაუშვებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი