იტალიის პარლამენტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას მოითხოვს. ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 195-მა დეპუტატმა მისცა, 50 წინააღმდეგი იყო, 55-მა კი თავი შეიკავა.

მედიის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს, იტალიამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მისი ვალდებულებების შესაბამისად და იმის მიხედვით, რაც შეთანხმებული იქნება ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმებზე, რომლის წევრი იტალიაცაა და უკრაინის სამთავრობო უწყებების მიერ. საუბარია დახმარებაზე მათ შორის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების, მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემის გზით.

„უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ძლიერი და აბსოლუტურად უცვლელი რჩება. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი უკრაინასთან ერთად, მაგრამ დრამატული სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იქნება ახლა ნაბიჯის უკან გადადგმა. ჩვენი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსული თავდასხმები არ შეჩერდება", - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იტალიამ მწვანე შუქი აუნთო კიევში აღჭურვილობის, მასალებისა და სისტემების მერვე ტრანშის გაგზავნას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს