ჯანმო-ს ხელმძღვანელი - 2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია

2023 წლის დეკემბერში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მთავრობებს მოუწოდა, რომ დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ.

ტედროს ადანომ გებრეისუსის ცნობით, კორონავირუსის ახალი JN.1 ვარიანტი მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად, ევროპასა და ამერიკაში, საავადმყოფოებში მოხვედრის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება