მედია - რუსეთი ახალი ავიაბომბის წარმოების დაწყებას გეგმავს

რუსეთი 2024 წელს ახალი ავიაბომბის, „დრელის“ სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალმა საჰაერო ბომბმა წარმატებით გაიარა სამხედრო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ყველა გამოცდა.

ТАСС-ი წერს, რომ „დრელი“ განკუთვნილია ჯავშანტექნიკის, სახმელეთო სარადარო სადგურების, ელექტროსადგურების მართვის ცენტრებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების განადგურებისთვის. მოსალოდნელია, რომ ის პრაქტიკულად შეუმჩნეველი იქნება რადარზე. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ თუკი ბომბის ასაფეთქებელი ელემენტი სამიზნის წინააღმდეგ არ იმოქმედებს, გარკვეული დროის შემდეგ მისი თვითგანადგურება ხდება და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ახალი ავიაბომბის შექმნა პირველად 2016 წელს გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს