ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესტონეთის დედაქალაქში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც იმყოფება.

„დიდი პატივია, ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში მივესალმო. ჩვენ უკრაინას ძლიერ სიგნალსა და გარანტიას ვაძლევთ, რომ ესტონეთი მათ გვერდით მტკიცედ დგას და ამ ომს ჩვენ ერთად მოვიგებთ“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში იმყოფებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება