მარიამ ლაშხი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მონაწილეობდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2023-ის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ვრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

„კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და საქართველოში ისრაელის საელჩომ.

აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან არის ჩართული. პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა - გამარჯვებულს, კოლეჯ „სპექტრს" მარიამ ლაშხმა გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სრულიად შეიცვალა სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო, ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელი და გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტში პროფესიული განათლებისათვის გამოყოფილი თანხები. შეიქმნა პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რაც თავის თავში გულისხმობს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ზრდას. რჩება რიგი გამოწვევებისა, რომლის დაძლევაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ქიტიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა.

„ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს და ისრაელის საელჩოების და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის" ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი