იან მაქსინი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს კვლავ ეწვევა

ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი, იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის "Amor Renatus"-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში! კონცერტები გაიმართება თბილისში (26 იანვარი), ბათუმში (28 იანვარი) და ქუთაისში ( 01 თებერვალი).

მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, მსმენელს გაიტაცებს მუსიკალურ მოგზაურობაში ახალ სამყაროში, დროისა და სივრცის განზომილებების მიღმა.

იან მაქსინმა შექმნა თავისი უნიკალური სტილი სხვადასხვა ჟანრის ელემენტებისა და ხალხური მუსიკის ახლებურად შერწყმით. ის იყენებს სხვა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს, რათა გააფართოვოს ჩელოს ხმოვანება და გადააქციოს ვირტუალური ორკესტრის ჟღერადობათ. მის რეპერტუარშია ხალხური და პოპ სიმღერები მთელი მსოფლიოდან ოცდაათზე მეტ ენაზე და წერს საკუთარ ორიგინალურ სიმღერებს ოთხ ენაზე.

ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში, იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე.(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო