ბექა დავითულიანი - როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს

როდესაც ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, კანონის გამკაცრება საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებსა და ქუჩის პროტესტს.

„ამას სჭირდება ის, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა - ზომიერი“, - აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული.

ამასთან, როგორც 10 იანვარს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდის ინიციატივით, რელიგიური ნაგებობების და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება