თბილისის მერმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო. კახა კალაძემ ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს კარგი შედეგები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბარი ასევე, შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა