ბექა დავითულიანი - საარჩევნო ბარიერის საკითხი დღეს ჩვენთვის აქტუალური არაა, გეგმაში არაფერი გვაქვს - წელიწადნახევრის წინ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო, შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა

საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ გაკეთებულ შეთავაზებაზე ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო - შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე დასმულ კითხვას.

დავითულიანის თქმით, დღეს ბარიერის საკითხი აქტუალური არ არის.

„საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეთავაზება გაკეთებული იყო ოპოზიციის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო. შესაბამისად, საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბარიერის საკითხის დღეს ჩვენთვის აქტუალური არ არის - გეგმაში არაფერი არ გვაქვს“, - განაცხადა დავითულიანმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში, პირველი მოსმენით - 126 ხმით, ერთხმად, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება