ირაკლი ზარქუა - სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის სტალინი, ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს

სტალინის გამოსახულებაზე აქცენტს რატომ აკეთებთ?! ხომ აღინიშნა, რომ ეს არის წმინდანი, რომელთანაც არის (სტალინი) და ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია, ამაზე აქცენტირება პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ცოტა დაგვიანებული, მაგრამ დროული გადაწყვეტილება მიიღეს“ და კანონპროექტში, რომელიც რელიგიური შენობა-ნაგებობის და რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს, ევროპის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ.

„მე რასაც ვაკვირდები, ამ ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობით, უნდათ, რომ საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ და დააპირისპირონ. შეიძლება ხვალ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს მიადგნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ და ამით უნდათ, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამის მცდელობას ვხედავთ ჩვენ, როგორ შეხმატკბილებულად ყველა სექტორიდან უტევენ ეკლესიას. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ჩემის აზრით, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ დროული, რომ ევროპის საუკეთესო გამოცდილება რაც არის, ამ მიმართულებით ვიქნებით სწორედ აქცენტირებული, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, არავის მიეცემა უფლება და მკაცრად იქნება დასჯილი ვინც ვინმეს რელიგიურ ღირებულებებს, საგნებს თუ ა.შ. შეეხება და შეურაცხყოფას მიაყენებს“, - განაცხადა ზარქუამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი