პაატა მანჯგალაძე - ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმ.გიორგის ადგილი სტალინის „წმინდა იოსების“ მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს

„ქართული ოცნების“ მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს, რა ითვლება რელიგიურ ნივთად, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ოცნების“ ინიციატივა ფარისევლობაა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას არ ემსახურება.

„კარგია ყველა ის ინიციატივა, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი სიწმინდეების, ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფისთვის კანონპროექტის ინიცირება არის ფარისევლობა, მაშინ როდესაც ზუსტი განმარტება არ არსებობს, რა ითვლება რელიგიურ ნივთად.

ისე არ მოხდეს, რომ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის ადგილი სტალინის „წმინდა იოსების“ მსგავსმა ცრუ ხატებმა დაიკავოს და მერე ამაზე როცა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი ოჯახის წევრის შვილი ან შვილიშვილი პროტესტს გამოთქვამს, ბაბუის ან მამის დახვრეტის შემდეგ, შვილი ან შვილიშვილიც დააკავონ. ეს კი იქნება ნამდვილი ბოლშევიზმი. ტოტალიტარიზმის სრული რესტავრაცია საქართველოში“, - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის