ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია - ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა, ამბობდა, პასუხი უნდა ვაგოო - საჭიროა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება

გიორგი კავლელაშვილი, რომელიც მეუღლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაშია ბრალდებული, მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად არის დამნაშავე და მძიმე მდგომარეობაშია.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” განუცხადა, სადაც გიორგი კავლელაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. თავად ბრალდებულს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარის მოტივი გამოკვეთილი არ არის, საჭიროა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც უახლოეს დღეებში დაინიშნება.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარს კარგად ვერ იხსენებს, ფსიქიკურად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვერ იყო ჯანსაღ მდგომარეობაში.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულის პოზიცია პროკურორის შუამდგომლობასთან დაკავშირებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არ იყო. მან დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ამბობდა, რომ პასუხი უნდა ვაგო, არ ვარ არაფრის ღირსიო და ა.შ. ძალიან ემოციური ფონი იყო. ბრალს გაეცნო. დანაშაული მან შეიძლება აღიაროს, სიტყვიერად ყველაფერი თქვას, ასე, ისე მოხდა, მაგრამ მარტო მისი სიტყვები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა. მისი მონაყოლიდან გამომდინარე იკვეთება, რომ რაღაცებს ვერ აცნობიერებს და ვერ იხსენებს დეტალებს. აქედან გამომდინარე, ვერც მოტივზე საუბრობს და ვერც ჰყვება, რატომ, რა მოხდა დეტალურად. ამისთვის არის საჭიროა ექსპერტიზა, რომელიც ყველაფერს დაადგენს. დანაშაული ჩაიდინა, თუ არა მას სწორედ ექსპერტიზა ადგენს. ქმედების დროს, თუ შეურაცხადობა დადგინდა დანაშაულიც აღარ დგინდება, აქ მთავრდება ყველაფერი. დანაშაულის მოტივი შეურაცხადობა ვერ იქნება იმიტომ, რომ შეურაცხადობა ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულს ან იმას, რომ დანაშაულს გამორიცხავს. ქმედება სხვა რამეა, დანაშაული სხვა რამეა. აღკვეთის პოზიციას დაეთანხმა, რამე ალტერნატივა გირაო ან სხვა არასაპატიმრო შუამდგომლობა არ დაგვიყენებია. როგორც აღვნიშნე, ბრალდებულმა ახლახან გაიგო, რომ გარდაცვლილია [მისი მეუღლე] და პასუხისმგებლობა იგრძნო, ეს რა მოხდაო. თვითონაც მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად არის დამნაშავე და მძიმე მდგომარეობაშია და დანარჩენი, დანაშაული მისი აღიარებიდან კი არ დგინდება, დგინდება მტკიცებულებებიდან გამომდინარე. გამოკითხვა კიდევ არ მომხდარა, ანუ ჩვენება არ დაგვიფიქსირებია”, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში