დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, ბიუროს და სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრებში უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას ეროვნული საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სესიაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს. დავით მათიკაშვილმა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

„სამხედრო გაძლიერების პარალელურად, რუსეთმა გააფართოვა მცდელობა, რომ ოკუპირებული რეგიონების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სასამართლო და სხვა სფეროები რუსეთის გავლენის ქვეშ მოაქციოს. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იტაცებენ და უკანონო პატიმრობაში ამყოფებენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა, მათ შორის, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან მთლიანად ამოღებულია ქართული ენის სწავლება და სხვა ფაქტები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების აქტიურ რუსიფიკაციას აძლიერებს", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.საკუთარ გამოსვლაში დავით მათიკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

დავით მათიკაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და უკრაინასა და მოლდოვას გაწევრების მოლაპარაკების დაწყება მიულოცა.

2024 წელს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას აზერბაიჯანი უხელმძღვანელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება