ირაკლი ბერაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ საქართველოს და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიმართულებებს შევეხეთ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება