თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავი ზღვის განაღმვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დღეს, სტამბოლში, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანხელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაფრიანოვმა შავის ზღვის ნაღმებისგან გასუფთავების ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„შავ ზღვაში მცურავი ნაღმების საფრთხე ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. ნაღმების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით გადავწყვიტეთ, სამ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის პროტოკოლს მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის ინიციატივა შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება