უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობაზე - რუსული ხომალდი უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, სადაც არ უნდა იყოს ის

ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეა ნებისმიერი ხომალდი, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წმინდა ანდრიას დროშით დაცურავს, სადაც არ უნდა იყოს, მსოფლიო ოკეანეების რომელ ნაწილშიც არ უნდა იყოს ის,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ალექსეი ნეიჟპაპამ უკრანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა აფხაზეთში ახალი რუსული ბაზა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე.

მისი თქმით, აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის აშენება გემების გაშორიშორების აუცილებლობას უკავშირდება, იმიტომ, რომ არ შეიძლება მთელი ფლოტის ერთ ბაზაზე განთავსება, გარდა ამისა, ნოვოროსიისკის პორტი არცთუ ისე ხელსაყრელია ამინდის პირობების გამო, სევასტოპოლს კი ძალიან დახურული ყურე აქვს.

„ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების განსათავდებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლურისა. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია“, - აღნიშნა ნეიჟპაპამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება