ნიკა მაჭუტაძე - ბატონო კონსტანტინე, გილოცავთ ახალ თანამდებობას, არაა საქართველოში კაცი, რომელიც თქვენზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს - მადლობას ვუცხადებ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო ბიბლიოთეკის განვითარებას

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად წარდგენას ულოცავს.

როგორც მაჭუტაძე აცხადებს, არაა საქართველოში კაცი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიაზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს.

„კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობას.

ბატონ კონსტანტინეს ყველა იცნობთ, მაგრამ ისე ახლოს, როგორც მე, ცოტა.

ეს არის მაღალი წიგნიერების, მაღალი აზროვნების ადამიანი - ცნობილი თავისი პატიოსნებით, წესიერებით, სიკეთით. წიგნებს სული აქვთ - ყველა წიგნი ხარობს იმით, რომ ჩვენი კონსტანტინე მათ მოევლინა უმთავრეს მეურვედ, უმთავრეს მცველად.

უღალატო კაცი, უკიდურესად საინტერესო წიგნების ავტორი, მთარგმნელი, მკვლევარი, მწიგნობარი, ინტელექტუალი.

ბატონო კონსტანტინე, გილოცავთ ახალ თანამდებობას. არაა საქართველოში კაცი, რომელიც თქვენზე მეტად იმსახურებდა ამ საპატიო პოსტს.

ასევე, უღრმეს მადლობას ვუცხადებთ გიორგი კეკელიძეს, ახალგაზრდა კაცს, გურულს, მწერალს, რომელმაც უზარმაზარი ღვაწლი დასდო ჩვენი მთავარი ბიბლიოთეკის განვითარებას, მის გამდიდრებას, მის დაცვასა და შენახვას ბოლო 11 წლის განმავლობაში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავ აგრძელებს თავის ტრადიციებს. ილია ჭავჭავაძის გზაზე ევლოს მარადიულად ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მთავარ წიგნთსაცავსაც“, - წერს ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს