„ჰუსიტები“ - ავიაიერიშები ვერ შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.

„ჩვენი სამიზნე იყო და იქნება ისრაელის გემები ან ის გემები, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ“, - წერს დაჯგუფების პრესსპიკერი, მუჰამედ აბდულსალამი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი მტკიცებით, იემენის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამართლება არ აქვს.

„ვადასტურებთ, რომ იემენის წინააღმდეგ ამ აგრესიას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან წითელ და არაბეთის ზღვებში საერთაშორისო ნავიგაციისთვის საფრთხე არ არსებობს“, - აცხადებს მუჰამედ აბდულსალამი.

მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული სამეფო ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ დარტყმები შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი